მესტიაში, ლახამულასა და ნაკრას მოსახლეობამ ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების მოთხოვნით აქცია გამართა

მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულასა და ნაკრას თემის მოსახლეობის ნაწილმა ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ნაკრასა და ლახამულას თემში არსებულ ბიტკოინების ქარხანას ხმარდება მათთვის განკუთვნილი ელექტროენერგია და შესაბამისი ორგანოებიდან კონკრეტულ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

აქციის მონაწილეებს მესტიის მერი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი შეხვდა. როგორც ვიბლიანმა განაცხადა, აღნიშნული პრობლემა და ელექტროენერგიის შეწყვეტა ელექტროხაზების დაზიანებას უკავშირდება, რაც უახლოეს მომავალში მოგვარდება.რაც შეეხება მესტიაში ბიტკოინების ქარხნის არსებობის, ამის შესახებ ინფორმაციას ვიბლიანი არ ფლობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად