მესტიაში გამოკვლეული 500 პირიდან covid19 არცერთს არ დაუდასტურდა

მესტიაში გამოკვლეული 500 პირიდან covid19 არც ერთს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ “აიპრესს” სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბწერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანმა განუცხადა.

ნინო ვიბლიანის თქმით, გუშინ 1000მდე პირი იქნა გამოკვლეუოლი, მათი ნიმუშები ლაბორატორიებშია გაგზავნილი, პასუხი კი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, მთლიანობაში, მესტიის მუნიციპალიტეტში 3 121 ადამიანს აუღეს ბიოლოგიური მასალა. მთელ მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგთა 10 ჯგუფი მუშაობს.

პარალელურად, გრძელდება თერმოსკრინინგი და „პისიარ“ კვლევა, როგორც კარდაკარის პრინციპით, ასევე დაბა მესტიაში მოწყობილ ე.წ. საველე კარავში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად