მესტიაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

მესტიაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. სერვისცენტრი მუნიციპალიტეტის  3000-მდე ფიზიკურ და 64  იურიდიულ პირს მოემსახურება. ოფისი უზრუნველყოფს მოქალაქეთა ინფორმირებას მესტიაში მიმდინარე პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ.

სერვისცენტრის გარდა, კომპანიის დირექტორმა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა სვანეთში განხორციელებული მსხვილი საინვესტიციო სამშენებლო-ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერეს. მესტიის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური ქსელის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა. მოეწყო 10.6 კილომეტრიანი მაგისტრალური ქსელი, აშენდა ტიროლური კაშხლის ტიპის წყალმიმღები და ზარგაშის 2 000 მ³ მოცულობის რეზერვუარი. მესტიაში სრულდება წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობაც, სულ გაკეთდა 42 კმ. წყალმომარაგების და 46.6 კმ. წყალარინების ქსელი, დამონტჟდა 1047 მრიცხველი, მოეწყო 1314 საკანალიზაციო ჭა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღეებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მესტიაში ასევე იგეგმება, წყლის და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება წყლის ხარისხი, ხოლო გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად