მესტიაში, 12 წლის შვილის შემთხვევით გასროლილ ტყვიას მამა ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტში, იდლიანის თემში, გავრცელებული ინფორმაციით 12 წლის გოგოს შემთვევით თოფიდან გასროლილი ტყვია მამამის მოხვდა თავში, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტი “აიპრესს” შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, მოხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...