მესტია-უშგულის გზის მონაკვეთზე, მდინარე მულხურაში ავტომობილი გადავარდა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-უშგულის გზის მონაკვეთზე, მულახის თემში არსებულ მდინარე მულხურაში მიცუბიში დელიკას მარკის ავტომობილი გადავარდა. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპრონ ჟორჟოლიანი ადასტურებს.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები, რომლებიც მდინარიდან მანქანის ამოყვანას ცდილობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად