მესტია-უშგულის გზა გადაკეტილია – ტურისტულ “მარშუტკებს” არ უშვებენ

“სასწაული ფაქტის მომსწრე გავხდი სვანეთში კერძოდ მესტია-უშგულის გზაზე…ოფიციალურად აპროტესტებენ ტურისტულ მარშუტკებს….” – ამის შესახებ მოგზაურთა კლუბში, facebook-ის მომხმარებელი ნინო ჭანია წერს.

“მესტიამდე მოიყვანეთ ტურისტებიო და უშგულამდე ჩვენ გადავიყვანთო “დელიკებით” რაშიც ტურისტს დამატებით 30 ლარის გადახდა უწევს..მესტია-უშგულის საზღვარს კეტავენ…სრული რეკეტია…მეტიც კი ოფიციალურად იმუქრებიან….გთხოვთ ყველამ ერთად მივაწვდინოთ ხმა ტურიზმის დეპარტამენტს”, – წერს ნინო ჭანია.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით “აიპრესი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირა. როგორც კი უწყება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პასუხს მოგვაწვდის, “აიპრესი” მას გამოაქვეყნებს.

პ.ს. “აიპრესს” შსს-დან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ მსგავს ფაქტზე უწყებაში შეტყობინება არ შემოსულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად