მესის ჰეთ-თრიქი, “ინტერის” “ქამბექი” და დამარცხებული “პსჟ” – ჩემპიონთა ლიგა დაიწყო

უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი დაიწყო. ევროპის საუკეთესო კლუბის ტიტულისთვის ბრძოლაში 32 კლუბი ჩაერთო. ტურნირის პირველ დღეს რვა შეხვედრაში სულ 20 გოლი გავიდა. 

ახალი სეზონი ჰეთ-თრიქით გახსნა კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, რომელმაც სამი ბურთი "პსვ ეინდჰოვენის" კარში გაიტანა. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა 4:0 მოიგო, ერთი გოლი დემბელეს ანგარიშზეა.  კატალონიელთა კაპიტანს ევროტურნირებზე ჯამში 106 გოლი დაუგროვდა.

ძალიან საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა ინგლისური "ლივერპულისა" და ფრანგული "პსჟ"-ს დაპირისპირება. გუნდების სათამაშო სტილიდან გამომდინარე, წინასწარ შეიძლებოდა ვარაუდი, რომ დაპირისპირებაში ბევრი გოლი გავიდოდა, იურგენ კლოპის გუნდი პირველივე ტაიმში დაწინაურდა. 30-ე წუთზე სტარიჯმა გაიტანა, ზუსტად 6 წუთში კი ლივერპულელები უკვე ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ. პარიზელებმა ერთი ბურთის გაქვითვა პირველი ტაიმის ბოლოს შეძლეს.  შეხვედრა სრულდებოდა, როდესაც 83-ე წუთზე, მბაპემ წონასწორობის აღდგენა შეძლო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ფირმინომ "ლივერპულს" გამარჯვება მოუტანა.

ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც გოლი არ გასულა, სერბული "ცრვენა ზვეზდასა" და იტალიური "ნაპოლის" შეხვედრა გამოდგა. როგორც მოსალოდნელი იყო, სერბებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს იტალიურ კლუბს და ქულის მოპოვებაც მოახერხეს. 

სხვა შეხვედრებში ასეთი ანგარიშები დაფიქსირდა:

ინტერი – ტოტენჰემი – 2:1

ბრიუგე – დორტმუნდი – 0:1

მონაკო – ატლეტიკო – 1:2

გალათასარაი – მოსკოვის ლოკომოტივი – 3:0

შალკე – პორტო -1:1

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მორიგი რვა შეხვედრა გაიმართება.

აიაქსი – აეკი

შახტარი – ჰოფენჰაიმი

რეალი – რომა

ბენფიკა – ბაიერნი

მანჩესტერ სიტი – ლიონი

პლზენი – ცსკა მოსკოვი

იანგ ბოიზი – მანჩესტერ იუნაიტედი

ვალენსია – იუვენტუსი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...