მესი თუ რონალდო?-UEFA ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესოს გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს

UEFA ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს.

სიაში რა თქმა უნდა მოხვდნენ თანამედროვე ფეხბურთის ორი სუპერვარსკვლავი კრისტიანო რონალდო და ლიონელ მესი. ორივე ამ ფეხბურთელმა შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. ტურინის იუვენტუსს მადრიდის ატლეტიკოსთან პირველი მატჩი 2:0 ჰქონდა წაგებული. ბევრმა იუვენტუსი უკვე ჩამოწერა, მაგრამ არა რონალდომ და იუვენტუსმა. რონალდომ მატჩი ფენომენალურ დონეზე ჩაატარა და მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. იქამდე კი რონალდომ ტიფოზებიც მომართა ბრძოლისთვის.

რონალდოს მსგავსად არაჩვეულებრივი მატჩი ჩაატარა ლიონელ მესიმაც. მის კლუბ ბარსელონას ფრანგულ ლიონთან პირველი მატჩი 0:0 ჰქონდა დამთავრებული. განმეორებითი შეხვედრა კი ბარსელონამ 5:1 გაიმარჯვა. მატჩში მესიმ დუბლი გაიფორმა და ორი საგოლე პასიც გააკეთა.

უეფას გამოკითხვაში კრისტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის გარდა ასევე მოხვდნენ ლივერპულის ფორვარდი სადიო მანე და მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი ლეროი სანე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...