მესი, რონალდო, გუარდიოლა და სხვები – საფეხბურთო სამყარო კორონავირუსის წინააღმდეგ

მსოფლიოს წინაშე ახალი გამოწვევაა. კორონავირუსის წინააღმდეგ მეცნიერებისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად პრაქტიკულად ყველა სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან.

სხვადასხვა ქვეყანაში იქმნება ფონდები, სადაც ბიზნესმენებსა და მოქალაქეებს ფულის გადარიცხვა შეუძლიათ. ასეთი ფონდი დაარსებულია საქართველოშიც.

კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურად ერთვება საფეხბურთო სამყაროც. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა ლიონელ მესიმ და კრისტიანო რონალდომ პეპ გუარდიოლამ თავისი წვლილი უკვე გაიღეს.

ბარსელონას კაპიტანმა ლიონელ მესიმ დაახლოებით მილიონი ევრო გაიღო კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად. „მუნდო დეპორტივო“ იტყობინება, რომ ამ თანხის ნაწილს ბარსელონაში მდებარე საავადმყოფო მიიღებს. მეორე ნაწილს კი არგენტინის სამედიცინო ცენტრი.

რაც შეეხება იუვენტუსის ვარსკვლავს კრისტიანო რონალდოს, მან და მისმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ლისაბონის ერთ-ერთ საავადმყოფოს 1 მილიონი ევრო გადაურიცხეს.

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ასევე 1 მილიონი ევრო გაიღო. ესპანელი სპეციალისტის მიერ გამოყოფილი თანხა, რომელიც მან ანხელ სოლერ დანიელის ფონდს გადაურიცხა, ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი პერსონალისთვის სამედიცინო ინვენტარის შესყიდვას მოხმარდება.

ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი უპირველესი ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ჩაერთო “ნაპოლის” კაპიტანი და იტალიის ეროვნული ნაკრების წევრი ლორენცო ინსინიე იყო, რომელიმაც 100 000 ევრო გაიღო. კამპანიაში ჩაერთვნენ ალესანდრო დელ პიერო და ზლატან იბრაგიმოვიჩიც.

დელ პიერომ კამპანია წამოიწყო და თანხის შეგროვება წითელი ჯვრის დასახმარებლად წამოიწყო, რომელმაც ამ კამპანიაში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონები გამოწვია. ამ ეტაპისთვის ფონდში 330 000 ევროა აკუმილირებული.

რაც შეეხება ზლატან იბრაგიმოვიჩს მან 100 000 ევრო გაიღო და კამპანია წამოიწყო, რომელიც კლინიკების დასახმარებლად აგროვებს ფულს. ემოციური იყო ზლატანის სიტყვებიც, რომელმაც თქვა: “იტალიამ ბევრი რამ მომცა, ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან მიყვარს და მინდა, რომ ამ დრამატულ მომენტში ვკონცენტრირდე, დავეხმარო და უფრო მეტი დავუბრუნო მას”, – თქვა ზლატან იბრაგიმოვიჩმა.

კორონავირუსთან ბრძოლის კამპანიაში ჩაერთო მადრიდის რეალის კაპიტანი, სერხიო რამოსიც, რომელმაც UNICEF-ისთან თანამშრომლობის შესახებ გამოაცხადა: “მე UNICEF-ის ელჩი ვარ და ჩვენ ერთად ვაპირებთ, დავეხმაროთ მათ, ვისაც ამჟამად ეს სჭირდება”, – თქვა სერხიო რამოსმა.

თავისი წვლილი გაიღო FIFA-მაც. FIFA-ში აცხადებენ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მათ 10 მილიონი ევრო გადაურიცხეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად