მერკელმა საბერძნეთს ევროპული არჩვანის ერთგულებისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერძნებს მოუწოდა, რომ არჩევანი ევროპის სასარგებლოდ გააკეთონ, იტყობინება BBC News-ი. 

ფლორენციაში, იტალიის პრემიერთან მატეო რენცისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მერკელმა გამოთქვა სურვილი, რომ „საბერძნეთი, მიუხედავად ბევრი სირთულისა, ევროპული ისტორიის ნაწილად დარჩეს“.

საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები 25 იანვარს გაიმართება. ბოლო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური პარტია „რადიკალური მემარცხენე ძალთა კოალიცია“ ლიდერობს. პარტიის ლიდერი ალექსის ციპროსი ხისტი ეკონომიკური მეთოდების წინააღმდეგია და საერთაშორისო თანამეგობრობის და კრედიტორების რეკომენდაციებს არ ეთანხმება. ევროპა შიშობს, რომ მემარცხენე ძალების გამარჯვების შმთხვევაში, ათენი დეფოლტს გამოაცხადებს და ევროზონას დატოვებს.

ციპროსმა ბოლო განცხადებებში პოზიცია შეარბილა და საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციაზე ალაპარაკდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად