მერკელმა, ქვეყნებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მდგრადი დაფინანსებისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აუცილებელია გლობალური ადრეული გამაფრთხილებელი სისტემის გაუმჯობესება ეპიდემიოლოგიური საფრთხეების დროს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მდგრადი დაფინანსებისკენ მოუწოდა.

“ვერცერთი ქვეყანა გადაწყვეტს ამ კრიზისს მარტო, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად,” – თქვა მერკელმა ჯანდაცვის გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გახსნაზე.

მან აღნიშნა, რომ 2014 წელს, WHO-ს რეაქციის გამოცდილებამ ებოლას ვირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი რეფორმები გამოიწვია, რომ G7-სა და G20-ის ქვეყნებმა ჯანდაცვის საკითხები ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცია.

“ამავე დროს, კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი გლობალური მასშტაბით – ადრეული გაფრთხილების საუკეთესო მექანიზმები, პროფილაქტიკური მექანიზმები, უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არის ლეგიტიმური გლობალური ინსტიტუტი, რომლისკენაც ყველა წყარო მიისწრაფვის. რადგან ეს ასეა, ჩვენ მუდმივად უნდა შევამოწმოთ, თუ როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჯანმოში სამუშაო პროცესები. ეს ასევე გულისხმობს მდგრადი დაფინანსების სისტემაზე ზრუნვას.” – განაცხადა ანგელა მერკელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად