მერკელმა და ზელენსკიმ ”ნორმანდიულ ფორმატში” სამიტის ჩატარებაზე იმსჯელეს

ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ “ნორმანდიული ოთხეულის” ფორმატში სამიტის ჩატარებაზე ისაუბრეს. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

”მერკელი და ზელენსკი შეთანხმდნენ, რომ “ნორმანდიულ ფორმატში” სამიტის ჩატარების დრო დადგა”, – წერს სააგენტო.

დონბასში არსებული ვითარების მოსაგვარებლად შექმნილი “ნორმანტის ფორმატი” მოიცავს გერმანიას, რუსეთს, უკრაინასა და საფრანგეთს.

ოქტომბრის დასაწყისში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ “ნორმანდიულ ფორმატში” სამიტის ჩატარებას მხარს უჭერს. მან იმედი გამოთქვა, რომ შედეგები წარმატებული იქნება.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი სამიტის შესაძლო ჩატარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველაფერი მხარეებზე და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

2 ოქტომბერს, უკრაინის საკითხზე შექმნილმა საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებმა “შტაინმაერის ფორმულის” შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. 

”შტაინმაიერის ფორმულის” შესახებ ინიციატივა 2016 წლის დასაწყისში გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და გერმანიის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა წამოაყენა. იგი დონბასისთვის სპეციალური სტატუსის უზრუნველყოფის მექანიზმს განსაზღვრავს, ასევე შესაძლო ამნისტიას და არჩევნების ჩატარებას არაღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე, რომლებიც კიევის მიერ არ კონტროლდება.

ფორმულის თანახმად, არჩევნების დღეს, დროებით, ძალაში შევა კანონი მათი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ. ხოლო ეუთო-ს ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას ადასტურებს, კანონი ძალაში  მუდმივად შევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად