მერკელმა და პუტინმა ”ნორმანდიულ ფორმატში” დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელეს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაცაის გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მინსკის შეთანხმების განხორციელების მიზნით, “ნორმანდიულ ფორმატში” (რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა) მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.

ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა გაზის ტრანზიტი, ასევე სირიასა და ლიბიაში არსებული ვითარება განიხილეს.

ანგელა მერკელმა წინა დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას დონბასში არსებული ვითარება და “ნორმანდიული ფორმატით” სამიტის ჩატარება განიხილა.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ “ნორმანდიულ ფორმატში” შეხვედრა სექტემბერში იგეგმება. მან აღნიშნა, რომ პუტინი და ზელენსკი მოლაპარაკებებში მონაწილეობას დათანხმდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სამიტის ჩასატარებლად, აუცილებელია დონბაშში კონფლიქტის ზონაში განლაგებული ძალებისა და აქტივების განთავისუფლება, ასევე რეგიონის სპეციალური სტატუსის ფორმულირება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად