მერკელმა და მაკრონმა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის ქალაქ ახენში ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში,-ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს.

შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის დაახლოებას, სასაზღვრო რეგიონებში თანამშრომლობას და “ერთობლივ საპარლამენტო ასამბლეას” ითვალისწინებს, რომელიც ასი ფრანგისა და გერმანელი დეპუტატებისგან შედგება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ახალ ხელშეკრულებას მოაწერდნენ ხელს, რომელიც  ქვეყნებს შორის ინტეგრაციასა და თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

კომენტარები
იტვირთება...