მერკელის პარტიაში ელიან, რომ ზელენსკი კორუფციასთან ბრძოლის საკითხში გეგმებს განახორციელებს

ანგელა მერკელის პარტიაში მიიჩნევენ, რომ უკრაინას გამოცდილი მენეჯერები სჭირდება. ისინი ელიან, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკი უკრაინაში კანონის უზენაესობას განამტკიცებს და კორუფციასთან ბრძოლაში თავის გეგმებს განახორციელებს. ამის შესახებ ბუნდესტაგში „ქრისტიან-დემოკრატიული“ და „ქრისტიან-სოციალური გაერთიანებების“ თავმჯდომარემ, დევიდ ვადეფულამ განაცხადა.

„ზელენსკიმ სამი კვირით ადრე მისი პოლიტიკის შესახებ საკუთარი ხედვა უნდა წარმოადგინოს, ისევე როგორც პოლიტიკოსების გუნდი, რომელიც მას მხარს დაუჭერს “, – განაცხადა ვადეფულამ და დასძინა, რომ უკრაინას გამოცდილი მენეჯმენტი სჭირდება.

მისი შეფასებით, გამოუცდელი ადამიანი რუსეთთან არსებული კონფლიქტის, ასევე რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დარეგულირებას ვერ შეძლებს:
“ეს სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ ითამაშებს და უკრაინაში დესტაბილიზაციის მცდელობებს ხელს შეუწყობს”,-დასძინა მან.

„ამასთანავე, ზელენსკიმ უნდა გაარკვიოს, თუ როგორ მიაღწევს მიზანს – მოახდენენ თუ არა მასზე გავლენას ოლიგარქები იმის გათვალისწინებით, რომ მას საარჩევნო კამპანიისას დიდწილად მხარს უჭერდა ოლიგარქი იგორ კოლომოისკი “, – ნათქვამია განცხადებაში.

ეგზიპტოლის შედეგების მიხედვით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება. მსახიობსა და შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის ამომრჩეველთა ხმების 30,4% აქვს,  ხოლო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს 17.8 პროცენტი. მესამე ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკოა 14.2 პროცენტით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...