მერკელის განცხადებით, გერმანიის მოსახლეობის 70% კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის ქვეშაა

გერმანიის მოსახლეობის 70% ახალი კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის ქვეშაა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, წერს Deutsche Welle.

“ვირუსი ევროპაშია, იგი არსებობს და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს”, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე, რომელიც COVID-19 ტიპის ახალი კორონავირუსის შესახებ გამართა.

მისი თქმით, გერმანიის მოსახლეობის 70-80% შესაძლოა დაინფიცირებული იყოს, ვინაიდან, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალს ჯერჯერობით ვერ მიაკვლიეს, ხოლო ადამიანებს მის საწინააღმდეგოდ იმუნიტეტი არ გააჩნიათ.

მერკელის თქმით, გერმანიის ხელისუფლება მიიღებს ყველა ზომას, რათა პირველ რიგში დაიცვან ასაკოვანი ადამიანები და ის პირები, რომლებსაც რაიმე დაავადება აღენიშნებათ, ვინაიდან სწორედ ეს ჯგუფები ყველაზე დაუცველია ვირუსის წინაშე.

12 მარტს, გერმანიის ხელისუფლება განიხილავს სახელმწიფო ზომებს კორონავირუსის წინააღმდეგ. მერკელის თქმით, გერმანიის საბიუჯეტო კომიტეტმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 1,1 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს.

ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, გერმანიაში ახალო კორონავირუსის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირებულია 1 296 მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად