მერკელის დასტური – ბუნდესლიგა ბრუნდება

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის 16 ფედერალური მიწის ხელმძღვანელთან კონსულტაციების შემდეგ ფეხბურთელებს ბუნდესლიგის განახლების უფლება მისცა. გერმანიის კანცლერის მითითებაა, რომ ფეხბურთელებმა ორკვირიანი კარანტინი გაიარონ და რეგულარულად ჩატარდეს ტესტირებები.

სავარაუდოდ ბუნდესლიგა 15 მაისს დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ მერკელის მითითების თანახმად ის 22 მაისს უნდა დაწყებულიყო, რადგან მერკელი მიიჩნევს, რომ საჭიროა 2 კვირიანი კარანტინი.

თუმცა გერმანიის ფეხბურთის მმართველი ორგანო (DFL) ჩემპიონატის უფრო მალე განახლებასაც განიხილავს შესაძლოა ფეხბურთი 15 მაისს განახლდეს, ვინაიდან ფეხბურთის მმართველ ორგანოში აცხადებენ, რომ ისინი ითვალისწინებენ მედიკოსების რჩევებს და მიიჩნევენ, რომ კარანტინისთვის 1 კვირაც საკმარისია, შესაბამისად გერმანიაში ფეხბურთის შესაძლოა მაისის მეორე ნახევრის დასაწყისიდანვე განახლდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად