მერკელი ზელენსკის დახვედრისას ცუდად გახდა (ვიდეო)

ბერლინში, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის დახვედრისას შეუძლოდ გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეო კადრებს გამოცემა  Associated Pressავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით მერკელი იმ დროს გახდა ცუდად, როდესაც ორკესტრი სახელმწიფო ჰიმნს ასრულებდა.

“მისი სხეული მთლიანად ცახცახებდა”, – წერს გამოცემა.

მოგვიანებით პრესკონფერენციაზე  მერკელმა განმარტა, რომ ის შეუძლოდ გაუწყლოებისგან გახდა, რამდენიმე ჭიქა წყალი მიიღო და უკვე თავს კარგად გრძნობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...