A1 ბანერი

მერკელი: ნაციონალიზმის პოლიტიკამ ხშირად ევროპას კატასტროფა მოუტანა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბოლო 5 წლის განმავლობაში ათენში პირველი მოგზაურობისას ევროპარლამენტის არჩევნებამდე პოპულარული ნაციონალისტური მოძრაობები გააკრიტიკა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg- ი იტყობინება.

საბერძნეთის პრემიერმინისტრ ალექსის ციპრასთან საუბრისას მან ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელს რეგიონში თავისი მოკავშირე უწოდა, სადაც მისი თქმით, სხვადასხვა საგარეო ძალები გავლენისთვის იბრძვიან.

როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე პოლიტიკოსი  ევროპის სხვადასხვა “პოლიტიკურ ოჯახს” ეკუთვნის, მათ საერთო საფუძველი აქვთ.

“ერთმანეთთან თანამშრომლობა ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია, ვიდრე ნაციონალიზმის პოლიტიკა, რამაც ხშირად ევროპას კატასტროფა მოუტანა”, – განაცხადა მერკელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...