მერკელი მტკიცედ აცხადებს, რომ კანცლერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ აპირებს კანცლერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას და რომ ნებისმიერი მგავსი სახის სახის სპეკულაცია სიცრუეა.

“არა, ეს ასე ნამდვილად არ არის,” – თქვა მან ZDF-სთან საუბრისას. ეს იყო პასუხი შეკითხვაზე, აქვს თუ არა სურვილი, რომ მეხუთე ვადით კანცლერი გახდეს. მერკელმა კი დასძინა, რომ მისი გადაწყვეტილება “ძალიან მტკიცეა”.

მანამდე, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა გაზეთ Bild am Sonntag-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო დროს მას ხშირად ესმის მოსაზრებები, რომ მერკელი უნდა დარჩეს, რადგან იგი ძალიან კარგად მართავს სახელმწიფოს ეპიდემიის დროს.

მერკელმა 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ გადაწყვიტა აღარ წარადგინოს საკუტარი კანდიდატურა ქვეყნის მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პრეზიდენტობაზე. ამას წინ უძღოდა კონსერვატორების მიერ რეგიონულ არჩევნებში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგები. კანცლერმა ასევე თქვა, რომ იგი მთავრობის მეთაურად დარჩებოდა 2021 წლამდე და შემდეგ იგი წავა პოლიტიკური საქმიანობიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად