მერკელი: გერმანიის ისტორიაში ყველაზე რთულ ეკონომიკურ ვითარებაში ვართ

გერმანიის ეკონომიკაში, ქვეყნის ისტორიაში ახლა ყველაზე ცუდი მდგომარეობაა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელევიზიო არხის ეთერში განაცხადა.

“ჩვენ გერმანიის ისტორიაში ყველაზე რთულ ეკონომიკურ ვითარებაში ვართ. ეს უბრალდო უნდა გავიაზროთ,” – განაცხადა მან. მერკელმა აღნიშნა, რომ პანდემიის გამო, დაახლოებით 7 მილიონი გერმანელი გადავიდა ნახევარ განაკვეთზე მუშაობის რეჟიმზე. “ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ”, – ხაზგასმით აღნიშნა კანცლერმა.

“ჩვენ არავინ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პანდემია, არ ვიცით, როდის შეიქმნება ვაქცინა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ჩავიხედებით მომავალში, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორად ვიმოქმედეთ,” – თქვა მერკელმა. მან გაიხსენა ეროვნული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რომლის საერთო მოცულობაც 130 მილიარდ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად