მერკელი: გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა დრამატულია

გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა დრამატულია, ამის შესახებ გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცეკებს.

მისი თქმით, ე.წ. ბუსტერული დოზის მიღების ტემპი უნდა დაჩქარდეს.

“ვაქცინაციის ჩატარება ჯერ კიდევ არ არის გვიანი. ყველა ვინც იცრება, საკუთარ თავს და სხვებს იცავს. თუ საკმარისი რაოდენობის ადამიანები აიცრებიან, ეს პანდემიიდან გამოსავალი იქნება“, – აღნიშნა მერკელმა.

მერკელის თქმით, მეორე დოზის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ ვაქცინების მიერ შეთავაზებულმა „დაცვის ეფექტმა“ კლება დაიწყო, ამიტომ საჭიროა „ეროვნული ძალისხმევა“, რათა ვაქცინის ე.წ. ბუსტერების დოზის განაწილება მოხდეს.

კომენტარები
იტვირთება...