მერილინ მენსონი, 2019 წლის ინციდენტის გამო, პოლიციას ჩაბარდა

ცნობილი ამერიკელი როკერი მერილინ მენსონი, 2019 წლის ინციდენტის გამო, პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ გამოცემა TMZ იუწყება.

2019 წელს, გილდფორდში, კონცერტის დროს, მომღერალი ვიდეოგრაფს თავს დაესხა.

მენსონი ლოს-ანჯელესის პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა. მუსიკოსმა პირობა დადო, რომ არ ექნება არანაირი კონტაქტი სავარაუდო მსხვერპლთან და დაესწრება ყველა სასამართლო სხდომას.

შეგახსენებთ, თებერვლის დასაწყისში მსახიობმა და მოდელმა ევან რეიჩელ ვუდმა მენსონი ძალადობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მუსიკოსი მასზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდა.

გარდა ამისა, მუსიკოსთან დაკავშირებით სხვადასხვა ინციდენტზე კიდევ 4-მა ქალმა ისაუბრა.

გაჟღერებული ბრალდების ფონზე, მუსიკალურმა ლეიბლმა Loma Vista Recording-მა მერილინ მენსონთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

კომენტარები
იტვირთება...