მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით ტროტუარების ადაპტირებას აგრძელებს

ამ ეტაპზე ადაპტირებული მარშრუტი მოიცავს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“ -ს მიმდებარე ტერიტორიას, თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიას (გ.ლეონიძისა და გალაკტიონის ქუჩების კვეთას) და შ.დადიანისა და კ.აფხაზის ქუჩების კვეთას.

კონკრეტულ მარშრუტზე მოეწყო 12 ერთეული პანდუსი. ასევე, პანდუსების მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ევროპის მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სამშენებლო სამუშაოები 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, პროექტს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „პრიორიტეტი +“ აწარმოებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად