მერიდიტი: მოხარული ვარ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი ბათუმში იმართება

ამის შესახებ ევროკომისიის დირექტორი ინსტიტუციური აღმშენებლობის საკითხებში ლოურენს მერიდიტი ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას აცახდებს.

„მოხარული ვარ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი სწორედ ბათუმში იმართება, ეს საქართველოს პრემიერმინისტრის შესანიშნავი ინიციატივაა. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ციფრული ტექნოლოგიების სფეროში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში და ტურიზმში. გვჯერა, რომ ეს ფორუმიც იქნება წარმატებული და მოსახლეობის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.“ – აცხადებს ლოურენს მერიდიტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...