მერია მზადაა 4-შვილიანი ოჯახი, რომელსაც კერძო მევახშე ასახლებს ქირით სხვა ფართში გადაიყვანოს

“ძალიან მალე, მეორე ეტაპის დაწყების თანავე ამ ოჯახს ბინა ეკუთვნის, მერია უზრუნველყოფს ამ ოჯახის ბინით დაკმაყოფილებას”,-ოჯახს, რომელიც დიღმის მასივში სახლიდან კერძო მევახშის მოთხოვნით გაჰყავთ, მერია დაეხმარება.

როგორც “აიპრესს” თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ განუცხადა ქალაქის მერი კახა კალაძე საქმის კურსშია პირველივე დღიდან.

ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ოჯახი არის კოოპერატიული ბინათმშენებლობით​ დაზარალებული, “თბილისის მერიამ” უკვე გასცა წერილობითი შუამდგომლობა მათი დროული დაკმაყოფილების შესახებ.

“მე როდესაც გავიგე ამ ოჯახის შესახებ, ქალბატონ ლიას ვეასუბრები, ოჯახის უფროსს, რომელიც ჩემთან მოვიდა და პრობლემის შესახებ თქვა. აღმოჩნდა რომ ეს ოჯახი არის კოოპერატიული ბინით დაზარალებულთა რიცხვში, რომელსაც მერია სთავაზობს გარკვეულ თანმიმდევრობის ბინებს.

შესაბამისად, მე დავუკავშირდი მერიას, მერიისგან წამოვიღე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც წერია რომ პირველივე ეტაპზე ეს ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება, მივიტანე აღსრულების ბიუროში და აღსრულებიას ვთხოვე როგორმე რამე ფორმით გადაევადებინათ მათი გამოსახლება სანამ ჩვენ ბინით დავაკმაყოფილებდით.

აღსრულების ბიურომ მითხრა რომ ყველანაირი იურიდიული ვადა ამოწურულია, იმიტომ რომ რამდენჯერმე გადავადებული ყოფილა ამ ოჯახის გამოსახლება. შემდეგ ვცადე ჩემი პირადი ინიციატივით კერძო მევახშესთან კომუნიკაცია. ვთხოვე რომ ცოტახანს დაეცადა, საანამ ამ ოჯახს ბინას მივცემდით, რაზეც მან უარი განაცხადა”,-აცხადებს რიმა ბერაძე.

რიმა ბერაძის თქმით, გამგეობა მზადაა ქირით უზრუნველყოფა გაუკეთოს ოჯახს, თუმცა ოჯახი ამ ეტაპზე უარს აცხადებს.

“რა თქმა უნდა, ვწუხვარ რაც დიღმის მასივში ხდება. ამ წუთასაც მზად ვარ იმისთვის რომ ბინით უზრუნველყოფა გავუკეთო ქირით. პირველივე დღიდან ქალაქის მერი საქმის კურსშია. მერიის ქონების მართვა საქმის კურსშია. ამ წუთასაც მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ.

ამ ქალბატონს, ლიას, ოჯახის უფროსს 4 სულიანი ოჯახია, როგორც თვითონ მეუბნება. პრაქტიკულად ძალიან მალე მეორე ეტაპის დაწყების თანავე ამ ოჯახს ბინა ეკუთვნის, მერია უზრუნველყოფს ამ ოჯახის ბინით დაკმაყოფილებას. იცის ეს ამ ქალბატონმა დეტალურად. კიდევ ვაცდახებ სრულ მზაობას, რომ ოჯახი არ დარჩეს გარეთ, ბინით უზრუნველყოფა გავუკეთოთ სანამ მერია მას ბინას გადაცემს”,-ამბობს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რიმა ბერაძე. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად