A1 ბანერი

მერია: ინფორმაცია, თითქოს ბოტანიკური ბაღის 14 000 კვ. მ-ზე მშენებლობა იგეგმება, სრული ტყუილია!

“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოტანიკური ბაღის კუთვნილ 14 000 კვ/მეტრზე მშენებლობა იგეგმება, არის სრული ტყუილი.”- ინფორმაციას ამის შესახებ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავრცელებს.

“ბოტანიკურ ბაღს აქვს ძეგლის სტატუსი, მას ადევს რეკრეაციული ზონა2 და გენგეგმის მიღებასთან ერთად, მიენიჭება კიდევ უფრო მაღალი დაცულობის ზონალური სტატუსი-რეკრეაციული ზონა1. შესაბამისად, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობა გამორიცხულია.” – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...