მერია ელიავას ბაზრობაზე: ეს კანონპროექტი არანაირი ბაზრობის გადატანას არ ემსახურება!

“კანონპროექტი თბილისში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ – განაჩენი ელიავას ბაზრობას?” – ამ სათაურით დაიბეჭდა რამდნეიმე მედიასაშუალებაში სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ მერია ე.წ. „რბილი ძალის“ პრინციპით მოქმედებს და ცდილობს, ისეთი საკანონმდებლო ბაზა შექმნას, რომელიც ბაზრობის მესაკუთრეებს აიძულებულს, ან ბაზრობის გადატანას დათანხმდნენ, ან ტერიტორია ახალ რეგულაციებში გაწერილი ნორმების შესაბამისად მოაწყონ.

ასეთად კი პარლამეტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ასახელებენ, რომელიც თბილისში მთელ რიგ შეზღუდვებს აწესებს.

დედაქალაქის მერია ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მოსაზრება მცდარია და რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. “აიპრესის” კითხვაზე, რამდენად შეიძლება ამ კანონპროექტის მიზანი ელიავას ბაზრობის გადატანა იყოს, თბილისის მერიამ შემდეგი პასუხი მოგვწერა:

“კანონპროექტი არ ემსახურება არცერთი სავაჭრო ცენტრის გადატანას. კანონპროექტის მიზანია ჰაერის დაბინძურების რეგულირება და სტანდარტიზაცია.

შესაბამისად, მცდარია მოსაზრება, თითქოს კანონი ითვალისწინებს ბაზრობის გადატანას. კანონპროექტი ითვალისწინებს ჰაერის დაბინძურების შემცირებას და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლების სისტემურ რეგულირებას. სავაჭრო ცენტრი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არსებობდეს ისეთი ფორმით, რომ იგი არ აბინძურებდეს ჰაერს და გარემოს.” – განუცხადეს “აიპრესს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად