მერაბიშვილი: რამდენიმე ხანში ვიქნები ფორმაში რომ მოკრძალებული წვლილი შევიტანო ქვეყნის კეთილი მომავლისთვის

ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა.

“მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, რათა შემუშავდეს სამართლიანი საარჩევნო სისტემა. ნაწილობრივ ჩავერთე ამ პროცესებში, მაგრამ მე მჭრიდება გარკვეული დრო სამედიცინო რეაბილიტაციის.

არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო. რამდენიმე ხანში მე ვიქნები სრულად ფორმაში, იმისთვის რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის კეთილი მომავლისთვის”-ამბობს მერაბიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ დატოვა, პოლონეთში გაემგზავრა.

„ამის შემდეგ კი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას. როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის შვიდი წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში“, – აღნიშნულია ვანო მერაბიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად