მერაბიშვილი ქართულ მართლმსაჯულებას ბოიკოტს უცხადებს და ადვოკატების აცილებას ითხოვს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ადვოკატებს აცილებას უცხადებს და ქართულ მართლმსაჯულებას ბოიკოტს უცხადებს. როგორც "აიპრესს" ადვოკატმა ბექა ბასიალიამ განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი, სტრასბურგის გუშინდელი გადაწყვეტილებაა.

"მიზეზი არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი აღიარებულია პოლიტიკურ პატიმრად, შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში მონაწილეობის აზრსვერც ადვოკატები ვხედავთ და ვერც ვანო მერაბიშვილი. აზრი არ აქვს იმ სისტემაში სამართლებრივ ბრძოლას, რომელსაც პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ბოიკოტს უცხადებს ფაქტობრივად ქართული მართლმსაჯულების სიტემას ვანო მერაბიშვილი",- განაცხადა ბასილაიამ.

ვანო მერაბიშვილის საქმეზე გუშინ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად