მერაბიშვილი: მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია, მას ვთვლი ჩემს საუკეთესო მეგობრად

ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, მათ არ უნდა დაეშვათ ის, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე გასჩენოდა.

„როცა პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, თუ ვინმე პასუხისმგებელია, ერთერთი ყველაზე პირველი ვარ მე, რადგან მე მეკავა მაღალი თანამდებობა, ვიყავი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ვთვლი, რომ ჩვენ არ უნდა დაგვეშვა ის, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე გასჩენოდა. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ლამაზები, უფრო მაღლები, უფრო ნიჭიერები, უფრო უკომპრომისოები, რათა არ გამოგვევლინა რაღაც სისუსტეები. არ მიგვეცა საშუალება რომ ხალხს ჩვენი საქციელები შეცდომად ჩაეთვალა“,- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს.

„მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია, მას ვთვლი ჩემს საუკეთესო მეგობრად. ყველას აზრს მოვისმენ, ვიზიარებ. ჩემს რჩევას მივცემ და შევეცდები, რომ აზრი გავუზიარო, ჩვენ მეგობრებად დავრჩებით ყოველთვის. მეგობრები ვართ და მოვგვარდებით ყველა საკითხში. ჩვენ აზრებს თავისუფლად ვუზიარებთ ერთმანეთს“,- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ: საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად