მერაბიშვილი: კარგი იქნებოდა, “იმედში” შესვლის გარეშე მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალების ლოკალიზება

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში განაცხადა.

“ეს არის დიდი კომპლექსური საკითხი, 7 ნოემბერი რამდენიმე ეტაპისგან შედგება, ეს არის ხალხის მასობრივი გამოსვლები, გზის და პარლამენტის ტერიტორიის ბლოკირება

კარგი იქნებოდა, რომ ამის გარეშე მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალების ლოკალიზება. დემოკრატიული საზოგადოების მთავარი მონაპოვარი არის თავისუფალი მედია. ამას ძალიან უნდა მოფრთხილება. ტელევიზიაში შესვლის პრეცედენტი იყო სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის. მე კი არ ვიძახი, რომ შეცდომა იყო, პრობლემა იყო.

ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ ეს იყო პრობლემა ქვეყნის განვითარებისთვის, მოხდა უპრეცედენტო გადაწვეტილების მიღება არა მარტო საქართველოს ისტორიაში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ისტორიაში. ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გადადგა თანამდებობიდან და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, აქ მარტო მიხეილ სააკაშვილი კი არ გადადგა, მთავრობა გადადგა. ეს იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
გადადგა იმიტომ, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც უნდა გამოსულიყო და აქ მთავარი არის „იმედში“ შესვლა.
სამწუხაროდ მოხდა, იმიტომ რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დარტყმის ქვეშ დააყენა “იმედი” და ჩვენს იძულებული გავხდით, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა. , – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად