მერაბიშვილი: არ მაქვს პრეტენზია პრემიერ-მინისტრობაზე, არც მინისტრობაზე

ამის შესახებ ყოფილმა შს და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ შეუძლებლად მიაჩნია ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაბრუნდეს მინისტრის პოსტზე.

„შეუძლებლად მიმაჩნია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაბრუნდეს მინისტრის პოსტზე, მით უმეტეს, უფრო დაბალ თანამდებობაზე. რაც შეეხება საქმის კეთებას, იმდენი საშუალებაა საქმის კეთების, მე ვიქნები აქტიური პოლიტიკაში არა მარტო ამ ხელისუფლების არჩევნების გზით ჩამოცილების მიმართულებით, არამედ მერეც. უფრო მეტი საქმე ოპოზიციას გასაკეთებელი ექნება მერე, როცა ეს ხელისუფლება წავა, იმიტომ რომ საქართველომ ძალიან უკან დაიხია, მსოფლიოს თვალსაზრისით ძალიან ჩამორჩა მოვლენებს. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს გავუჩინოთ პერსპექტივა“,- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად