მერაბიშვილი: “ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების აბსოლუტური უმრავლესობა, თითიდან იყო გამოწოვილი”

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში განაცხადა.

“2 ბინა მაქვს, რაც არის ჩემი საკუთრება. მინდა გითხრათ, რომ ჩემს წინააღმდეგ 10 საქმე იყო აღძრული და რა თქმა უნდა, ხელისუფლება ეძებდა ნებისმიერ საშუალებას რომ თუნდაც ერთი ფაქტი აღმოეჩინა პირდაპირ თუ ირიბად, ჩემ საკუთრება მყოფი რაიმე ტიპის ბიზნესის, ქონების და ასე შემდეგ. ასეთი არ არსებობდა და ვერც აღმოჩნდებოდა.
ამიტომ, ეს ხელისუფლება იძულებული იყო მოეფიქრებინა უცნაური ბრალდებები და ჩემს წინააღმდეგ წამოყენებულო ბრალდებების აბსოლუტური უმრავლესობა იყო თითიდან გამოწოვილი” – განაცხადა ვანო მერაბიშცილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად