აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ფარული კენჭისყრით ბორდმა ისევ ვერ აირჩია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი მრჩეველთა საბჭომ ფარული კენჭისყრით ისევ ვერ აიღჩია.

ბორდის 5 წევრის ხმები ამჯერად შემდეგნაირად გადანაწილდა: ფარული კენჭისყრით 2-2 ხმა მერაბ წულუკიძესა და თინათინ ცისკარაძეს შორის გადანაწილდა, მეხუთე წევრმა კი მხარი ბაჩო გურაბანიძის კანდიდატურას დაუჭირა. ბორდმა განმეორებით კენჭისყრის ჩასატარებლად ნახევრ საათიანი შესვენება გამოაცხადა. მეორე ტურში ერთმანეთს მერაბ წულუკიძე და თინათინ ცისკარაძე დაუოირისპირდება.

გამარჯვებისთვის ბურდის ხმათა უმრავლესობა, 3 ხმაა საჭირო.

აჭარის ტელევიზიის დირექტორი ერთი თვის წინ 5 წევრიანმა მრჩეველთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით 8 კანდიდატს შორის ვერ აირჩია. მაშინ ხმები 4 კანდიდატს შორის გადანაწილდა. ბორდის 2 ხმა მერაბ წულოკიძემ მიიღო, თითო ხმა კი ნათია ზოიძეს, ბაჩო გურაბანიძესა და ირმა ზოიძეს შორის გადანაწილდა. განმეორებით კონკურსში ნათია ზოიძემ, რომელიც პარალელურად აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია, კანდიდატურა მოხსნა. დირექტორის პოსტი ვაკანტური აპრილში მას შემდეგ გახდა, რაც მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ყოფილ დირექტორს ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოიცხადა. იგი გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და სასამართლოში გაასაჩივრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...