მერაბ ჭანუყვაძე თბილისში, სახელმწიფო უწყებაში გააგრძელებს მუშაობას

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა. 

თუმცა, სოზარ სუბარი ამ ეტაპზე ვერ ამბობს, კონკრეტულად სად გააგრძელებს ჭანუყვაძე საქმიანობას. 

„მერაბ ჭანუყვაძემ ჯერ კიდევ 2 კვირის წინ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, თუმცა მაშინ თხოვნა იყო, რომ გარკვეული პერიოდი დარჩენილიყო. გუშინ შედგა შეხვედრა მასსა და პრემიერმინისტრს შორის. საბოლოოდ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ის რჩება ჩვენს გუნდში“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად