მერაბ ქვარაია მოსახლეობას შეხვდა

"ჩვენ გვაქვს ძალა, ენერგია და პოტენციალი, რომ ზუგდიდს შევუქმნათ ღირსეული განვითარების პირობები",- განაცხადა მერაბ ქვარაიამ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს,- ამის შესახებ ინფროამციას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია მე-17 უბნის ამომრჩეველს შეხვდა.

შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც მუშაობასაც პარლამენტში გეგმავს. “ეს არის ის უბანი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. აქაურები ყველაზე უკეთ მიცნობენ.

ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს ადამიანები 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უპირობო მხარდაჭერას მიცხადებენ. მათ იციან, რომ ეს არ იქნება მხოლოდ მერაბ ქვარაიას გამარჯვება. ეს იქნება, როგორც ამ უბნის, ასევე მთელი ქალაქის წარმატება.

ჩვენ გვაქვს ძალა, ენერგია და პოტენციალი იმისა, რომ ზუგდიდს შევუქმნათ ღირსეული განვითარების პირობები”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...