მერაბ ნინიძე, ზიგმუნდ ფროიდის შესახებ, Netflix-ის ახალ სერიალში თამაშობს

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე მონაწილეობას იღებს Netflix-ის ახალ სერიალში Freud, რომლის პრემიერაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე შედგა.

სერიალის სიუჟეტი ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქოანალიზის ფუძემდებლის ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. შოუს შემქმნელი რეჟისორი მარვინ კრენია, მთავარ როლს კი ცნობილი ავსტრიელი მსახიობი რობერტ ფინსტერი ასრულებს.

მერაბ ნინიძე კი მასში ფროიდის მასწავლებლის იოზეფ ბროიერის როლს თამაშობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...