მექსიკის პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა

მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ლათინო-ამერიკული სახელმწიფოს მეთაურმა კვირას საღამოს Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე განაცხადა.

“ვწუხვარ შეგატყობინოთ, რომ კოვიდით ვარ ინფიცირებული. სიმპტომები მსუბუქია, მაგრამ უკვე ვმკურნალობ. როგორც ყოველთვის, ოპტიმისტი ვარ”, – წერს იგი. 67 წლის პოლიტიკოსის თქმით, დილის კონფერენციებზე მას შეცვლის შინაგან საქმეთა მინისტრი ოლგა სანჩეს კორდერო.

მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორშაბათს იგი გეგმავს სატელეფონო მოლაპარაკებებს თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან.

“მე ტელეფონით ვაპირებ, ვესაუბრო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რადგან არსებობს ალბათობა, რომ ისინი გამოგვიგზავნიან Sputnik V ვაქცინას”, – ნათქვამია ჩანაწერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად