მექსიკაში წელს უკვე მეოთხე ჟურნალისტი მოკლეს

ჟურნალისტი პაბლო მორუგარესი, ონლაინ-გამოცემა PM Noticias-ის ჟურნალისტი, მექსიკის სამხრეთ-დასავლეთით, გერეროს შტატში გარდაცვლილი იპოვნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა რეგიონული კომისია საკუთარ ფეისბუქზე ავრცელებს.

”ჩვენ გენერალურ პროკურატურას ვთხოვთ, ჩაატარონ ინციდენტის საფუძვლიანი გამოძიება, რათა გამოავლინონ ამ დანაშაულის ჩამდენები”, – ნათქვამია განცხადებაში. მორუგარესს ესროლეს დახვრიტეს იგუალაში მდებარე რესტორანში. შესაძლო მოტივების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ის გახდა მეოთხე ჟურნალისტი, რომელიც წელს მექსიკაში მოკლეს.

2000 წლიდან მოყოლებული, ლათინური ამერიკის ქვეყანაში 150-ზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა, მათ შორის 10-ზე მეტი 2019 წელს. პროკურატურის ცნობით, რომელიც იძიებს თავისუფალ სიტყვასთან დაკავშირებულ დანაშაულს, მექსიკელი ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების 99% დაუსჯელი რჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად