მექსიკაში, საბილიარდო კლუბზე თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში, საბილიარდო კლუბში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ თავდასხმა განახორციელა, რომლის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 – დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტი, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. თავდამსხმელები ძალიან სწრაფად მოქმედებდნენ. მათ ესროლეს რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ბილიარდის მაგიდასთან იდგნენ.

ორი პირი საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა, ხოლო კიდევ ორი სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებულთა შორის ორი არასრულწლოვანი აღმოჩნდა. პოლიციამ დამნაშავეთა დაკავება ვერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...