მექსიკაში მომხდარ სროლას 9 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის ქალაქ ურუაპანში, სათამაშო ავტომატების დარბაზში მომხდარ სროლას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ შტატ მიჩოაკანის გენერალური პროკურორი იუწყება.

დაღუპულთაგან რვა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დამნაშავეების მეცხრე მსხვერპლი გარდაიცვალა.

პოლიციამ მხოლოდ ექვსი ადამიანის იდენტიფიცირება მოახერხა, ისინი 12-დან 18 წლამდე მოზარდები არიან და აგრეთვე ერთი 39 წლის მამაკაცი.

ინციდენტი დღისით, ლა-მაგდალენას რაიონში მოხდა. ოთხმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, ხოლო შემდეგ მიიმალა დანაშაულის ადგილიდან. ამ ეტაპზე პოლიცია ეძებს ეჭვმიტანილებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად