მექსიკაში მატარებლის გავლის დროს მეტროს ესტაკადის ჩანგრევის შედეგად 25 კაცი დაიღუპა (ვიდეო)

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მეტროს ესტაკადა მატარებლის გავლის დროს ჩაინგრა

მეხიკოში მეტროს ესტაკადის მატარებლის გავლის დროს ჩანგრევის შედეგად ორი ვაგონი საავტომობილო გზაზე ჩავარდა.

წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია სულ მცირე 23 კაცი, მათ შორის ბავშვებიც. დაშავებულთა რაოდენობა ამდროისთვის არსებული ინფორმაციით 65-ს აღწევს.

დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან როგორც მეტროს ვაგონებში მყოფი მგზავრები, ისე ესტაკადის ჩანგრევის დროს გზაზე მოძრავი ავტომობილებში მყოფნი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...