მექსიკაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 68,6 ათასს მიაღწია

მექსიკაში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 51 633-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგიის დირექტორმა ხოსე ლუის ალომიამ განაცხადა.

მისი თქმით, განახლებული მონაცემებით, ახალი კორონავირუსის შედეგად 7 394 ადამიანია გარდაცვლილი.

უფრო მეტიც, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, მექსიკაში 215 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში დაიწყებს მალარიის სამკურნალო პრეპარატის ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილი) გამოყენებას 20 ათასი ადამიანის ამბულატორიული მკურნალობისთვის, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებულნი.

“თუ ამ პრეპარატს გამოიყენებ ადრეულ სტადიაზე (კორონავირუსით გამოწვეული დაავადების), მაშინ ის დაეხმარება ადამიანს, მაგრამ თუ პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, ან აქვს მაღალი სიცხე და ანთების აშკარა ნიშნები, მაშინ მისი გამოყენება საუკეთესო არჩევანად არ შეიძლება ჩაითვალოს.” – განაცხადა სალვადორ სუბირანის სამედიცინო მეცნიერებისა და კვების ეროვნული ინსტიტუტის ერთ-ერთმა ლიდერმა ხოსე სიფუენტეს ოსორიომ.

ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფიცირებულები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მკურნალობდნენ თვითონ, მათ შორის არც ჰიდროქსიქლოროქსინის დახმარებით. ამ კვირის დასაწყისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ქლოროქინის ეფექტურობა პაციენტებში, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებულნი, არ არის დადასტურებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად