მექსიკაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

მექსიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის გარდაცვლილთა რიცხვი 100 104-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარმა ეპიდემიოლოგმა ხოსე ლუის ალომიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“დღეისათვის ჩვენ გვაქვს 100,104 გარდაცვალება კორონავირუსით გამოწვეული დაავადების გართულებებით”, – თქვა მან.

ბოლო დღის განმავლობაში ადგილობრივმა ექსპერტებმა გამოავლინეს კორონავირუსული ინფექციის 4,472 შემთხვევა – 554-ით მეტი ვიდრე ოთხშაბათს. თებერვლის ბოლოს მექსიკაში პანდემიის დაწყების შემდეგ შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 1,019,543-ს მიაღწია. ამ დროისთვის 766,000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში საავადმყოფოების დატვირთვის მაჩვენებელი საშუალოდ 37%-ს შეადგენს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, დაკავებული საწოლების წილი, რომლებიც აღჭურვილია მექანიკური სავენტილაციო მოწყობილობებით, არის 29%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად