მექსიკაში, გასულ 24 საათში, COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული – 7 280 შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში, მექსიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 7,280 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 285-ით მეტია წინა დღის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ნათქვამია რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში. ეს რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

ქვეყანაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 282,283 ადამიანს მიაღწია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დაავადების სიმპტომები 29129 ადამიანს გამოუვლინდა. გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 730 ადამიანი, რაც 52-ით ნაკლებია წინა დღის მაჩვენებელზე. ინფიცირებულთა შორის დაღუპულთა რაოდენობა ჯამში 33,526-მდე გაიზარდა. ქვეყნის 32 რეგიონიდან 17-ში შემცირებულია ეპიდემიოლოგიური საფრთხის დონე.

ივნისის დასაწყისში მექსიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში შესაძლოა 35 ათასს მიაღწიოს.

ჩინეთის ხელისუფლებამ, 2019 წლის 31 დეკემბერს ვუჰანში პნევმონიის გავრცელების შესახებ განაცხადა. დაავადების გამომწვევი აგენტი აღმოჩნდა კორონავირუსის ახალი ტიპი SARS-CoV-2, რომელიც იწვევს დაავადებას COVID-19. მოგვიანებით, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად აღიარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად