მექსიკაში, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 366 ადამიანს მიაღწია

გასული 24 საათის განმავლობაში, მექსიკაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 523-ით გაიზარდა და სულ 30,366 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგმა განაცხადა.

დაღუპულთა რაოდენობით, მექსიკა მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, მან საფრანგეთსაც გაუსწრო.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა მექსიკაში 28 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს, ახალი კოროვირუსული ინფექცია COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში გამოვლენილია ინფიცირების 10,9 მილიონზე მეტი შემთხვევა, ხოლო გარდაიცვალა 523 ათასზე მეტი ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად