მექსიკაში, ჩიხუახუას კარანტინში მყოფი პატრონისთვის მაღაზიიდან ჩიფსები ამოაქვს

საკარანტინო რეჟიმში მყოფმა მექსიკელმა ანტონიო მუნიოსმა თავის საყვარელი ჩეტოსის შესაძენად დახმარება ჩიხუახუას სთხოვა.

ანტონიო მუნიოსმა ჩიხუახუას საყელურს წერილი მიამაგრა და ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მაღაზიაში გააგზავნა.

წერილში, რომელიც ჩიხუახუამ მაღაზიაში მიიტანა, ეწერა: “გამარჯობა, სენიორ მედუქნე. თუ შეიძლება, მიჰყიდეთ ჩემ ძაღლს ჩეტოსი, ფორთოხლისფერი, წითელი არა, ის ძალიან ცხარეა. საყელურში მას 20 დოლარი აქვს. ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა: თუ მას ცუდად ექცევიან, იკბინება. შენი წინა მეზობელი”

საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ერთ ციცქნა ჩიხუახუებს ამოუწურავი ენერგია პატრონის მყუდროების დასარღვევად გააჩნიათ და სხვა არაფერი შეუძლიათ, მცდარი აღმოჩნდა: საყიდლებზე გაგზავნილმა ჩიხუახუამ წარმატებით შეასრულა დავალება და პატრონს მისი საყვარელი ჩეტოსით (ერთგვარი ჩიპსი, ნარინჯისფერი ყველითაა, ხოლო წითელი კი ცხარე წიწაკით – “აიპრესი”) “ხელდამშვენებული” დაუბრუნდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად