მექსიკაში 153 კგ კოკაინი ამოიღეს, რომლის ღირებულება 2 მილიონი დოლარია

მექსიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, აშშ-ს საზღვართან მდებარე ტამაულიპასის შტატში კოკაინის დიდი პარტია ამოიღეს. ამის შესახებ მექსიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

უწყების ცნობით, ნარკოტიკი სატვირთო ავტომობილების შემოწმების დროს აღმოაჩინეს.

ნაპოვნი ნარკოტიკული ნივთიერება დაახლოებით 153 კგ-ია. სამინისტროს ცნობით, მისი საბაზრო ღირებულება, დაახლოებით 37 მილიონი პესოა (2 მილიონი დოლარი). სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილის მძღოლი დააკავეს.

მიმდინარე წლის აპრილში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი მექსიკისთვის 500 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ჯარიმის შემოღების იდეას განიხილავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად