მექსიკამ და ბოლივიამ კუბაზე ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნეს

მექსიკამ კუბაზე 600 ტონაზე მეტი საკვები პროდუქტი გაგზავნა, პარასკევს ტვირთი მიიღეს ჰავანის პორტში. კუბის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ბოლივიიდან ჰუმანიტარული ტვირთისმქონე თვითმფრინავი ასევე დაეშვა დედაქალაქის აეროპორტში.

კუბის საგარეო ვაჭრობისა და საგარეო ინვესტიციების მინისტრმა როდრიგო მალმიერკამ, რომელმაც მიიღო დახმარება საზღვაო ნავსადგურში, მადლობა გადაუხადა მექსიკის ხელისუფლებას და ხალხს “იმ სოლიდარული დახმარებისთვის, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეცემა კუბელ ოჯახებს”.

კომენტარები
იტვირთება...